18-მეტრიანი ავტობუსებისა და ავტობაზის პროექტისთვის ბიუჯეტიდან ₾200 მლნ დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პროექტი შემჭიდროებულ ვადებში განხორციელებულიყო, მისი დაფინანსება საბიუჯეტო ხარჯებით გადაწყდა.
„დღეს თბილისს 850 სრულიად ახალი ავტობუსი ემსახურება და ამას დაემატება და ამას დაემატება 200 ერთეული ყველაზე დიდი ტევადობის ავტობუსი, რომელიც დღეს თბილისში არ გადაადგილდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი.
ამ ორი კომპონენტის ღირებულება, როგორიცაა 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა და ავტობაზის მშენებლობა, ჯამურად დაახლოებით 200 მლნ ლარს მიაღწევს, ეს მოხდება 2023-2024 წლებში. ხოლო როგორ გადანაწილდება შესყიდვები, ამას ბაზრის კვლევა გამოავლენს, რომლის პროცედურები ახლა მიმდინარეობს.
ამ პროცესის მოკლე ვადებში განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე, პროექტი საბიუჯეტო დაფინანსებით განხორციელდება“, – განაცხადა ხმალაძემ.
ცნობისთვის: თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს უნდა შემოსულიყო, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…